სატრენინგო მასალები

  • დაბეჭდვა

სახიფათო სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მოსალოდნელი დანაკარგების შეფასება მოითხოვს სივრცულ ანალიზს, რადნაგაც რისკის შეფასების ყველა კომპონენტი  განსხვავდება დროსა და სივრცეში. რისკის შეფასება ეფექტიანად მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როდესაც ის დაფუძნებულია ფართო, მულტიდისციპლინურ შესწავლაზე, რომელიც ემყარება სივრცულ ინფორმაციას, მიღებულს დისტანციური ზონდირების საშუალებით და სხვა წყაროებიდან. აუცილებელია, რომ კატასტროფის გეოინფორმაციული მენეჯმენტის საკითხები გათვალისწინებული იყოს საგანგებო მდგომარეობისათვის მზადების დაგეგმვის პროცესში, სივრცითი დაგეგმვის დროს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას. ამისათვის საჭიროა კომპეტენტურობის უზრუნველყოფა და კატასტროფის მენეჯმენტის ისეთი ექსპერტებისა და პროფესიონალების მომზადება, როგორებიც არიან მგეგმავები, ინჟინრები, არქიტექტორები, გეოგრაფები, გარემოს შესწავლის სპეციალისტები, უნივერსიტეტის მასწავლებლები და ა.შ. 

ამ სექციიდან თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ  სატრენინგო მასალები ქართულ ენაზე რომელიც ეხება მრავალგვარი საფრთხის რისკის შეფასებას.

ეს კურსი მოიცავს შემდეგ პროცედურებს: შეაგროვოს, ანალიზი გაუკეთოს და შეაფასოს ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხეების (როგორებიცაა გეოლოგიური საფრთხეები, ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები,  გარემო საფრთხეები და ტექნოლოგიური საფრთხეები) რისკის შეფასების სივრცითი ინფორმაცია. ეს კურსი იქნება თქვენი მეგზური რისკის შეფასების მთლიან პროცესში, რომელსაც განვახორციელებთ ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყნის ქალაქის (რისკსითის) კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე. კურსი შემუშავებულია ტვენტეს უნივერსიტეტის გეოინფორმაციული მეცნიერებისა და დედამიწის შემსწავლელი ფაკულტეტის (ITC)  მიერ. 

კურსი შექმნილია ყველასათვის, ვინც უნდა განახორციელოს რისკის შეფასება და საჭიროებს ცოდნასა და უნარს GIS-ის გამოყენებით პროცედურების შესრულებისათვის. ესენი შეიძლება იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ NGO-სა და სამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც კავშირში არიან კატასტროფის რისკის მენეჯმენტთან. ეს კურსი ასევე შეიძლება გამოიყენონ ინჟინრებმა, არქიტექტორებმა, გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებმა, უნივერსიტეტის მასწავლებლებმა. სასურველია, ცოტაოდენი წარმოდგენა გქონდეთ GIS-ის გეოსაინფორმაციო სისტემის შესახებ, თუმცა ეს არ არის სავალდებულო, რადგან კურსის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, სწრაფად აითვისონ GIS-ის პროგრამის მართვისათვის საჭირო ძირითადი უნარები. 

თეორიის წიგნი:
თავი 1: შესავალი
თავი 2: სივრცული მონაცემები რისკის შეფასებისთვის 
თავი 3: საფრთხის შეფასება
თავი 4: რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების შეფასება
თავი 5: მოწყვლადობის შეფასება
თავი 6: რისკის ანალიზი
თავი 7: ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება